საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ.
გუნდების წარდგენა გუშინ ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა, სადაც მოჭადრაკეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმების მსგავსად, საზოგადოების უკმაყოფილება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქალ მოჭადრაკეთა სამოსმაც.