ქალაქ ოზურგეთის მკვიდრი დავით ჩხარტიშვილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს ოზურგეთელებმა ემოციებით აღსავსე შეხვედრა მოუწყვეს.
ოზურგეთში დაბრუნებულ ჩემპიონს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ დავით ჩხარტიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
''ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა თანაქალაქელმა გვასახელა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის არ არის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ოზურგეთისთვის და დარწმუნებული ვარ, არც ბოლო იქნება. ჩვენს ქალაქს მომავალშიც კიდევ ბევრ მსოფლიო ჩემპიონს და ასეთი გამარჯვებებით გამოწვეულ სიხარულს ვუსურვებ'', _ განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
დავით ჩხარტიშვილი საფრანგეთში, ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი იო ნამბა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. (R)