კვორუმის უქონლობის გამო, პარლამენტის დღეს ჩაშლილი სესიის შესახებ განმარტებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახე აკეთებს. კობახიძის განცხადებით, "ეს არ არის დივერსია" და აქ განსაკუთრებული არაფერია. კობახიძის თქმით, საარჩევნო პერიოდში დეპუტატების შეკრება საკმაოდ რთულია.
,,არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რთული წარმოსადგენია, რომ პარლამენტი იყოს ქმედუნარიანი. მითუმეტს, რეგლამენტშიც, გაწერილია, რომ ერთი თვით ადრე პარლამენტი არ მუშაობს. ეს ჩანაწერი შემთხვევით არ არის. გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ მოქმედი დეპუტატები, შესაძლოა ჩართული იყვნენ საარცევნო კამპანიაში. ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არ არის დივერსია. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პერიოდი, როდესაც გართულდა შესაბამის რაოდენობის დეპუტატების მოხმობა დარბაზში. ასე რომ, რაიმე დივერსიის და კანონდარღვევის ძიება აქ არასწორია“, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.