“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრები გლდანის 1-ლი მკ/რნ-ის მე-14 კორპუსთან, მუხიანის მე-4ა მკ/რნ-ის 1-2 კორპუსების სკვერსა და მუხიანის მე-2 მკ/რნ-ის 32-ე კორპუსის მიმდებარედ გაიმართა.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობასთან, მათ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი პარტიაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია.
მეგობრებო, ჩვენი გზა – ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი – ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა," _ განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ.