გორის რაიონის სოფელ კოშკას მკვიდრი 60 წლის მამაკაცის რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავების ფაქტს ლტოლვილთა დ განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ეხმიანება.
სამწუხაროა, რომ ეს ხდებოდა, ხდება დღესაც და სანამ არსებობს ოკუპაციის რეჟიმი, მანამ დაზღვეული არ ვიქნებით. თუმცა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გატაცებული ადამიანი მოკლე ვადაში არ დაუბრუნდეს თავის ოჯახს. საბოლოო პასუხი არის ის, რომ აუცილებლად მოხდება დეოკუპაცია. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები არის ჩვენ გვერდით და რუსეთი ვერ შეძლებს, ძალიან დიდხანს დაუპირისპირდეს საერთაშორისო აზრს, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოშკას მკვიდრი, ვალიკო ხიზანიშვილი, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვალიკო ხიზანიშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის სოფლის ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა.