საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყერული პროცესების განვითარების გამო, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზის მე-11 კილომეტრზე ჩაიწია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახორციელდება სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, აბაშა-მარტვილის და მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუს საავტომობილო გზების გავლით.
ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები.
სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ გზაზე მოკლე ხანებში აღდგება.