საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სპეციალურად ჰყავს დაქირავებული ქალები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გაჩერებებზე დგანან და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"დედა, დედა, ქალო გაიგე, თურმე ის გარბის, იმას რაღაც სჭირს, ეს სამსახური მათ დააფუძნეს. სეთურის თანამოაზრეები არიან, ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს. გარწმუნებთ, არაფრის რესურსი არ აქვთ. დაისვენებს მოსახლეობა", _ აღნიშნა ივანიშვილმა.