საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის' კანდიდატებს "ქართული ოცნების" კანდიდატებთან სადებატო არაფერი აქვთ, ამიტომ დებატებზე საერთოდ არ მიდიან.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და მაგალითად „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები მოიყვანა, რომლებიც, მისივე თქმით, კითხვასაც აღარ უსვამენ.
"ნახეთ, ვის მიყავს ფსონი ამ შეხევდრებში?!- „რუსთავი 2“-ს. მაგრამ ჩემთან აღარ მოდიან არცერთ შეხვედრაზე – გამებუტნენ. კი არ გამებუტნენ, საკითხი აღარ აქვთ. მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი კითხვას რომ სვამენ, ვიცი რა აქვთ შიგნით ჩაგდებული და ვპასუხობ სწორად. დანახვა არარ უნდათ ჩემი. მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს და აღარ ვუყვარვარ საერთოდ.
იგივეა ჩადებული აქაც. რაზე უნდა იდებატოს "ნაციონალურმა მოძრაობამ". სინდისი გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი. სათქმელი აღარ აქვთ იმდენად ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული სიტუაცია. ეტყობა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებშიც არ სხდებიან', _ განაცხადა ივანიშვილმა.