THE DAILY MAIL-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს 15 მილიონი პაუნდის ღირებულების კერძო თვითმფრინავი ბარსელონას ელ პრატის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ორშაბათს საღამოს მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის დროს თვითმფრინავის ბორტზე „რეალ მადრიდისა“ და „პორტუგალიის“ ნაკრების ცნობილი ფეხბურთელი, არც მისი რომელიმე მეგობარი ან ოჯახის წევრი არ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის სადესანტო მექანიზმი დაზიანდა, რის გამოც, ასაფრენი ბილიკი დაიხურა, ხოლო პილოტი მსუბუქად დაშავდა.
როგორც ცნობილია, 31 წლის ფეხბურთის ვარსკვლავი ხშირად ქირაობს თვითმფრინავს, Gulfstream G 200-სს, რომელიც მან გასულ წელს შეიძინა, როგორც კერძო კლიენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს რონალდუ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „რეალ მადრიდის“ შემადგენლობაში „ ბორუსია დორტმუნდის“ წინააღმდეგ თამაშობდა.
როგორც ცნობილია, თამაში 2-2 დასრულდა.