ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა, საქართველოს მასშტაბით, 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ „ქართულ ოცნებას“ და ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
გამოკითხულთა 32,7 % ”ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო 12,8% _ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. 3% _ „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო ”ლეიბორისტულ პარტიას” – 2,9%.
კვლევის თანახმად, 2,2% ”პატრიოტთა ალიანსს” ერგო, ”პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ _ 2,1% (კვლევა ბლოკიდან „გირჩის“ გასვლამდე პერიოდს ასახავს), შესაბამისად, აღნიშნული შედეგიც ბლოკმა „გირჩის“ გასვლამდე მიიღო.
”ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას” გამოკითხულთა 1,7% უჭერს მხარს; ”რესპუბლიკურ პარტიას” _ 0,7%, ”მრეწველებს” _ 0,3%, ”ეროვნულ ფორუმს” _ 0,2%, სხვა პარტიებს კი _ 0,1%.
გამოკითხულთა 41,3% ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.
ტელეკომპანია "იმედმა" პირველი კვლევის შედეგი სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა.