იტალიელი მეცნიერების მტკიცებით შოკოლადი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, უფრო გამძლეს ხდის ორგანიზმს სტრესის მიმართ და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება.
ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით.
შავი შოკოლადი ამაგრებს და ათეროსკლეროზისგანაც იცავს სისხლძარღვებს; აიძულებს გულს, იმუშაოს თანაბარი რიტმით. არეგულირებს არტერიულ წნევას და წვავს ცხიმებს, თრგუნავს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ზღუდავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას.