იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან და თვალყურს ადევნებენ თავჩაქუჩა ზვიგენებს კარგი სიახლეა.
აშშ-ის სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ამ ჯიშის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. თუმცა, გარეგნულად ძალიან ძნელია სხვა თავჩაქუჩა ზვიგენებისგან ამ ახალი სახეობის გარჩევა, მაგრამ გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ცალკეული სახეობაა.
მას უწოდეს იხტიოლოგ კარტერ გილბერტის პატივსაცემად – „Sphyrna Gilbert“. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას ასევე „კაროლინურ თავჩაქუჩას" უწოდებენ.
ამ ახალი თავჩაქუჩის აღმომჩენი არის კაროლინის უნივერსიტეტის პრიფესორი ჯო კვატრო.
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდის მიზანი იყო მდინარეებში მობინადრე თევზბზე დაკვირვება. ხოლო მათ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს დედალი ზვიგენი, რომელიც შესართავთან კვერცხებს ჰყრიდა.