თავდასხმა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებზე თბილისში. მონიტორებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს 48-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა, საარჩევნო უბანი დატოვეს და სახლში წავიდნენ, მათ 4 ავტომობილი აედევნა. სახლთან მისულები კი სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
დაზარალებულები მამა-შვილი არიან.