ცესკო ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარათაკლიში რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას იმგვარად ახევდა, რომ ამომრჩეველს ნომერი 1-ის მითითების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრილია და რეგისტრატორი სხვა პირით ჩაანაცვლეს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარათაკლიში რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონოდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში ნომერი 1. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღნიშნული დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ერთი რეგისტრატორის მიერ. შეცდომა იქნა დაშვებული რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას და საუბნო–საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი. რეგისტრატორი ჩაანაცვლეს სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამავე თემაზე:
რეგისტრატორები ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ ბურჭულაძის პარტია არ ჩანს – "სახელმწიფო ხალხისთვის"