ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის გადაწყვეტილებით, 42-ე უბნის გადასატანი ყუთის ხმები გაბათილდა, რადგან 25-მა მოქალაქემ თავისი არჩევანი ამომრჩეველთა გრაფაში ხელმოწერის გარეშე დააფიქსირა.
„კომისიის წევრებს ამომრჩევლებისთვის ხელმოწერების გაკეთება დაავიწყდათ და გავაუქმეთ გადასატანი ყუთი. ყუთი დაილუქება“, _ აღნიშნა შავაძემ.