„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სენაკის მე-10 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ამომრჩელევს ფული გადასცა.
მისივე თქმით, სხვადასხვა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო არაიდენტიფიცირებული პირების თავმოყრა შეინიშნება, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა პარტიის კოორდინატორები და აქტივისტები არიან.