ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ადგილობრივი ხელისუფლების, თითქმის, ყველა წარმომადგენელი, შს სამინისტროს გურიის მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იმყოფებიან. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, ასევე, ხელისუფლებისა და წარმომადგენლები და სამართალდამცავები. ხალხის მასა არის ძალიან დიდი. ამ წუთებში ნასაკირალის საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა და ხმების დათვლას ელოდებიან.
"გურია ნიუსის" კითხვას, რატომაა საარჩევნო უბანთან მობილიზებული ხელისუფლება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პასუხობს: "მიყვარს ნასაკირალი და ველოდები გამარჯვებას".