გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრებ 1987 წელს დაბადებულ ილია თაყაძეს ოჯახის წევრები მეორე დღეა ეძებენ.
ახლობლების განცხადებით, თაყაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის განაპირას გუშინ შეშას აგროვებდა, სახლში კი აღარ დაბრუნებულა.
თაყაძის ნათესავების ვარაუდით, მამაკაცი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გააჩნიათ.
ილია თაყაძის ოჯახს არავინ დაკავშირებია.
გაუჩინარებულის ახლობლები თაყაძის ადგილსამყოფელის დასადგენად დახმარებას ითხოვენ.