"ჩვენი მდგომარეობა არის რეალისტური, ჩვენ აღარ ვართ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში, მაგრამ არც ხელისუფლებაში ვართ", ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის
"ჩვენ აღარ ვართ "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წევრები, აქედან გამომდინარე, აღავ ვსაქმიანობთ პარტიულად. ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში, მაგრამ არც ხელისუფლებაში ვართ. ეს მინდა ყველასთვის ნათელი და მკაფიო იყოს. არავითარი მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენს სახელმწიფოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ცუდი გამოცდილება აქვს, რომელიც ბოროტად იყო გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალიას და ერთი პიროვნების მიერ. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია. და ვიმედოვნებ, რომ თუ კვირიკაშვილის მთავრობა მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს მათი მხრიდან არ იქნება ბოროტად გამოყენებული და იქნება მიმართული ქვეყნის აღმშენებლობისკენ, _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.