„პატრიოტთა ალიანსი" ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა, რეალურად, მეტი ეკუთვნით.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.