მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
წუხელ, გვიან ღამით, სანაპიროს ქუჩაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა. მძღოლი, 21 წლის ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრს დაჟეჟილობები აღენიშნებება.
როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.