ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა. როგორც უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ივერი ბალახაშვილმა აღნიშნა, 12 საათზე, როცა ბიულეტენები გადაითვალეს, აღმოჩნდა რომ ერთი აკლდა, რაზეც შესაბამისი საჩივარიც დაიწერა.
პარტიის დამკვირვებლის ვარაუდით, საქმე გვაქვს, ე.წ. სომხურ კარუსელთან და სწორედ ამ გზით ცდილობს "ოცნება" არჩევნების თავის სასარგებლოდ გაყალბებას.