22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე, თითქოს 400 ბიულეტენი ჩაყარა. თუმცა, ცოტა ხანში ავტვირთავთ შემაჯამებელ ოქმს, სადაც დაფიქსირებულია, რომ ხმა ამ უბანზე 380-მა ამომრჩეველმა მისცა, დასკვნა თქვენთვის მომინდია, რამდენად რეალურია მათი ნათქვამი. 400 ბიულეტენი თუ ჩავარდა, 380 როგორ აღმოჩნდა?!. სულ ამ უბანზე 606 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა 380-მა მისცა", _ აღნიშნა ასანიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.