ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე მსჯელობს.
საკითხთა შორის რამდენიმე სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება, ასევე, ცვლილებები შედის მთავრობის რამდენიმე დადგენილებაში, მათ შორის, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში.
გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის წევრები ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დაამტკიცებენ.