საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული კონიაკის, "ჰენესის" აქციზური მარკის გარეშე რეალიზებას.
"დაკავებულის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წალმდე", _ აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.