ჟურნალი "Star"-ის აზრით, ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ლოპესი ჰოლივუდის ყველაზე ცუდი დედების ჩამონათვალში შევიდნენ. რეიტინგის სათავეში კრისტინა აგილერაა, რომელიც გამოცემის აზრით, ძალიან ბევრ დროს ხარჯავს ხმაურიან წვეულებებზე სიარულში და არა შვილის აღზრდაში.
ჯეი ლო, ჟურნალის თანამშრომლების აზრით, ასევე ზედმეტად დაკავებულია თავისი მჩქეფარე პირადი ცხოვრებით.
ანჯელინა ჯოლი შეიძლება ჩაითვალოს ცუდ დედად თუნდაც იმისთვის, რომ შვილებთან ერთად სწრაფი კვების ობიექტებში სადილობს და ჩუქნის მათ სათამაშო იარაღებს. ვარსკვლავზე ამბობენ, რომ შვილებს ზედმეტად ანებივრებს.
რიზ უიზერსპუნს, სანდრა ბალოკსა და ჯენიფერ გარნერს ჟურნალისტები კარგ დედებად თვლიან. ეს მსახიობები შვილებს ყურადღებით და ზრუნვით ებყრობიან.