გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ორგანიზმის ნიკოტინისგან შეძლებისდაგვარად გაწმენდაში დაგეხმარებათ:
ბროკოლი
ბროკოლი დიდი რაოდენობით В5, С და В ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში მიმდინარე მნიშველოვან პროცესებზე არიან პასუხისმგებელნი. ბროკოლი მეტაბოლიზმს აჩქარებს და თქვენს ფილტვებს ტოქსინებისგან დაიცავს. ბროკოლი ფილტვების უჯრედებს მავნე ნივთიერებებისგან იცავს.
ფორთოხალი
ნიკოტინის მოხმარება ორგანიზმისთვის სტრესია, ის ორგანიზმიდან ვიტამინ С-საც გამოდევნის, ფორთოხალს თუ მიიღებთ, ამ დანაკარგს სწრაფად შეივსებთ. გარდა ამისა, ეს ციტრუსი დაგეხმარებათ სტრესსა და ნევროზულ მდგომარეობას უკეთესად გაუმკლავდეთ.
ლიმონი
თუ მწეველი ხართ, მავნე ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს, დაეხმარეთ თქვენს იმუნურ სისტემას ლიმონის საშუალებით. ციტრუსის მჟავა და ვიტამინი С, რომელსაც ის შეიცავს, მოწევის სურვილისაც შეგიმცირებთ და ორგანიზმსაც გაგიწმენდთ.
სტაფილო
გამოიყენეთ სტაფილო იმისთვის, რომ А ვიტამინის დანაკარგი შეივსოთ, მუდმივად სიგარეტის მოწევა, ორგანიზმისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან ვიტამინს გაკარგვინებთ.