ჟურნალმა "Time" ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 1926 წლიდან დღემდე მსოფლიო მოდის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს.
"მოდელები"-ს კატეგორიაში ყველაზე გამორჩეულები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და ქეით მოსი აღმოჩნდნენ.
"მუზები"-ს კატეგორიაში მოხვდნენ: The Beatles, ლეიდი გაგა, აშშ-ის პირველი ლედი, მიშელ ობამა, ოდრი ჰეპბერნი, მადონა, მაიკლ ჯექსონი, დევიდ ბოუი, პრინცესა დიანა, ენდი უორჰოლი და ა.შ.
"დიზაინერები"-ს კატეგორიაში: ჯორჯო არმანი, პიერ კარდენი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, დომინიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, ჯონ გალიანო, ჟან-პოლ გოტიე, კარლ ლაგერფელდი, ჯანი ვერსაჩე და ა.შ.
"ფოტოგრაფები"-ს კატეგორიაში არიან: ენ ლეიბოვიცი, ჰელმუტ ნიუტონი და მარიო ტესინო.