ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ოზურგეთელთა ნდობის მოპოვება 8 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში შეძლო, ბიუროს დასაკომპლექტებლად კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
_ ჯერ უფლებამოსილება არ მაქვს. როგორც კი შეიკრიბება ახალი პარლამენტი და მექნება დეპუტატის მანდატი, ბიუროს დასაკომლექტებლად გამოვაცხადებ კონკურსს.
საკმაოდ ბევრი სამუშაო ექნებათ ჩემს თანამშრომლებს და მინდა, რომ ყველა მათგანი პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩეს და არა პირადი ნაცნობობით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დაპირებისამებრ აქტიურ კონტაქტში იქნება მოსახლეობასთან და როგორც სატელეფონო, ასევე ფეისბუქ შეტყობინებებსაც პირადად უპასუხებს.