თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა. საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოგზავნა. ცხოველები დღეს თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.
წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად, ჯამში, 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა. თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა _ შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი. ზოოპარკის სტუმრებს ახალი ცხოველების უკვე შეუძლიათ.