აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ამერიკული დოლარის კურსისა და მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია.
დილიდან ევროს კურსი დოლარის მიმართებაში 2%-ით გამყარდა, ფუნტის კი – 1 %-ზე მეტით. დოლარი 3-%-ზე მეტით გაუფასურდა იაპონურ იენასთან მიმართებაში და 2 %-ით შვეიცარიულ ფრანკთან.
დოლარის კურსის ვარდნა მოხდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონად ტრამპის ლიდერობს.
დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ისეთ საკვანძო შტატში როგორიცაა ოჰაიო. ოჰაიოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ჩვეულებრივ მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოო შედეგებს ემთხვევა ხოლმე.
როგორც “ბლუმბერგი” წერს, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციამ მსოფლიო ბირჟებზე პანიკა და ინდექსების ვარდნა გამოიწვია.
როგორც ანალიტიკური კომპანიის Capital Economics-ის ეკონომისტები აღნიშნავენ, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, დოლარი მსოფლიო წამყვან ვალუტებთან მიმათრებაში სერიოზულად გაუფასურდება. ამავე დროს, ამერიკული ვალუტის კურსი გამყარდება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართებაში, მაგალითად, აღნიშნული პროცესი უკვე შეინიშნება მექსიკურ პესოსთან დაკავშირებით. ამასთან, ექსპერტები ნავთობის ფასის ვარდნასაც პროგნოზირებენ.