ბათუმში, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კარატეში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი, ლანჩხუთელმა გუგა ივანაშვილმა 16 წლიანებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მთლიანობაში გურულ კარატისტთა აქტივში ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ხუთიც ბრინჯაოს მედალია. ევროპის მასშტაბით, მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის პრიოზიორები გახდნენ ზურა ბერიძე, მერაბ ლომაძე და ნიკა დარჩია.
ჩვენებურთაგან მესამე შედეგი აჩვენეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ლაშა ჩხაიძე, საბა კვიჭიძე, ბათა დუმბაძე, გიორგი მამინაიშვილი და გიორგი ზენაიშვილი.
რაც შეხება გუნდურ მაჩვენებელს, აქ გურულმა კარატისტებმა მეორე ადგილი დაისაკუთრეს და შესაბამისად, ვერცხლის მედალსაც დაეპატრონენ.
ცნობისთვის, გასულ წელს იმავე რანგის ტურნირზე, რომელიც თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა, გუგა ივანიაძე 14-15 წლიანებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მან მაშინ მხოლოდ ნახევარფინალი დათმო.