თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. სტუდენტებმა უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე, რეგისტრირებული 174 კანდიდატიდან 140 წევრი უნდა აირჩიონ,
საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.
არჩევნებს აპროტესტებენ "აუდიტორია 115"-ის წევრები. ისინი კვლავ პიკეტირების რეჟიმში რჩებიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევა და სტუდენტური საცხოვრებლების კეთილმოწყობა."აუდიტორია 115"-ის წევრთა განცხადებით, რომლებიც უნივერსიტეტის შენობაში გუშინ შეიჭრნენ, ისინი ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
„ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი. პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება", _ აცხადებს "აუდიტორია 115"-ის წევრი გიორგი ჯავახაძე.