"პატრიოტთა ალიანსი" მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან ის კონკრეტული გვარები დაასახელა, რომელთა გამოც მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.
"მთავარი მიზეზია აგულაშვილი, მთავარი მიზეზია გიორგაძე, მთავარი მიზეზია ქუმსიშვილი, მთავარი მიზეზია ალავიძე. ჩვენ ამ კანდიდატირებს არ ვუჭერთ მხარს, შესაბამისად არ არის პერსონალური მხარდაჭერა, კაბინეტს უნდა დაუჭირონ მთლიანად მხარი და აღნიშნულ კაბინეტს "პატრიოტთა ალიანსი" ნდობას არ გამოუცხადებს. კულტურის მინისტრთან მიმართებაში ეს არის საყდრისის აფეთქება და დანგრევა უნიკალური ისტორიული ძეგლის განადგურება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა აგოს პასუხი. დღეს ის ცინიკურად გამოდის და ამბობს, რომ არ ნანობს და კიდევ მოაწერდა ხელს ასეთი ტიპის ბრძანებულებას და მე ვეუბნები, რომ დრო მოვა ციხეში წავა. აგულაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში და პლუს სრული განუკითხაობაა ხე-ტყის ჭრის მიმარულებით", _ განაცხადა ირმა ინაშვილმა.