გურია-ნიუსის წყაროს ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე სარიშვილმა, ამავე სამინისტროს თანამშრომელი ზვიად ვასაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ინციდენტი ოზურგეთში დღეს კამათის ნიადაგზე მოხდა.
ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, ზვიად ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული ფეხში და საავადმყოფოში თავად სარიშვილმა მიიყვანა.
შსს-ის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოიძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს .
Developed By Web Features 2024 © All rights reserved