მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები",- განაცხადა თავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის შეფასებით, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა ლარის გაუფასურებით დაზარალდა. ქუმსიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ წარსულში გაცემული სესხების დიდი ნაწილი ლარში გაიცემოდა ახლა მოსახლეობას კურსის დევალვაციით გამოწვეული ზარალი არ დააწვებოდა.
ქუმსიშვილი ასევე ამბობს, რომ საკმაოდ მალე ეროვნულ ბანკთან ერთად გამოცხადდება დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციების ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად სასესხო პორტფელში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს.
"დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდ ნაბიჯებს ვგეგმავთ, ერონვულ ბანკთან ერთად, რაზეც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგახსნებეთ. ეს იქნება ალბათ ორი ნაწილისგან შემდგარი, ერთი ეს იქნება სოციალური წნეხის მოხსნის მიმართულებით, მეორე კი ის რომ რაც შეიძლება მეტი კრედიტი იყოს გაცემული ლარში _განაცხადა ქუმსიშვილმა.