იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ბიჭს 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. რა გახდა ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ უცნობია.