საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პატრიარქის მკურნალის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქს აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. უწმინდესი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას მკურნალობა საპატრიარქოში უტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარაში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.