საკვების მშვიდად მირთმევა და კარგად დაღეჭვა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებისაგან აზღვევს ადამიანს, არამედ დიაბეტით დაავადებასაც არიდებს მას.
ის, ვინც ჩქარ–ჩქარა ჭამს და დიდ–დიდ ნაჭრებს იყრის პირში, 2,5–ჯერ უფრო ადვილად იმატებს წონაში და ავადდება დიაბეტით.
ეს კანონზომიერება შეისწავლეს ლიტველმა მეცნიერებმა, 702 ადამიანის გამოკვლევის შედეგად. მათგან 234 კაცს დაუდგინდა დიაბეტი.
ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადება დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ, ისე – გარეგან ფაქტორებზე. ლიტველი მეცნიერების მტკიცებით, გარე ფაქტორებიდან ერთი მიზეზთაგანი სწორედ ჩქარ–ჩქარა ჭამის ჩვევაა.