ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოსკენ აგებული სომხური კათოლიკური ეკელსიის სახურავი ჩაინგრა. გრევის მიზეზი წინასწარი ვარაუდით, თოვლი და ამორტიზირებული სახურავის კოჭებია, რომლებმაც სიმძიმეს ვერ გაუძლეს.
საბჭოთა პერიოდში ეკელსიაში ჭიდაობის სკოლა მოქმედებდა. 90-იან წლებში კი ეკელსიის დაბრუნებას საქართველოს კათოლიკეები ითხოვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ იგი მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასც და წლებია უმოქმედოდ და რესტავრაციის გარეშე იდგა.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ფოტოს ავტორი მაია ჭყონია