მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რთულ, მოულოდნელ და კრეატიულ კითხვებზე ჯგუფური პასუხი უფრო ხშირად არის მცდარი, ვიდრე ინდივიდუალური.
პრობლემის გადაჭრა ინდივიდს უადვილდება იმიტომ, რომ საკუთარი პასუხის სჯერა. ჯგუფში ყველა უფრო თავდაჯერებული წევრის პასუხს ენდობა. ამიტომ, ხშირად ჯგუფი არასწორ პასუხამდე მიდის.
კვლევა ისრაელში, ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორმა აშერ კორიატმა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილება მაშინაა უკეთესი, როცა პასუხი ლოგიკური უნდა იყოს. ჯგუფის წევრები გამოსავალს ერთად ადვილად პოულობენ.
მაგრამ, როცა კითხვა "ეშმაკურია", ჯგუფი მცდარ პასუხს იღებს. კვლევამ აჩვენა, რომ მცდარი პასუხები მიიღო ჯგუფმა მაშინაც, როცა კითხვა ძალიან მარტივი იყო – მაგალითად, რომელია ავსტრალიის დედაქალაქი.
კვლევა 38 ადამიანზე, გასულ წელს, ჩატარდა.