ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს მუსლიმი ერებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვის გამო ახალბედა პოლიტიკოსი უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"ის ახალია პოლიტიკაში. სხვა სამყაროდან არის და ეს ახალი გარემოა მისთვის",_განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
როუჰანის განცხადებით, ტრამპს დიდი დრო დასჭირდება პოლიტიკაში გასარკვევად.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს ძვირი დაუჯდება, ვიდრე ტრამპი გააცნობიერებს რა ხდება მსოფლიოში",_განაცხადა როუჰანმა.
მისივე თქმით, ახლა ერებს შორის კედლების აშენების დრო არ არის.
როგორც ცნობილია, ტრამპმა მუსლიმური ერებისთვის მოგზაურობის ამკრძალავ კანონს ხელი პარასკევს მოაწერა.
მისი განცხადებით, კანონი ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება.