ხანძრის ლოკალიზების პროცესი ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სახანძრო სამსახური კვლავ იმყოფება, ისინი ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.
დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. მათი ვერსიით, შესაძლოა ხანძარი ბავშვთა სამყაროს შენობაში განზრახ გააჩინეს.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას საბოლოოდ შეძლებენ.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობაც, თუმცა, სრულად არის დამწვარი ბავშვთა სამყაროს შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ.
წყარო: რუსთავი 2