ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, _ აღნიშნულ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ქობულეთის მიმართულებით. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.