გურიაში დიდთოვლობას ებრძვიან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია _ შუაგანახლება-განახლება-სამება-ვანი-ზომლეთი; დიდი ვანი-სურები-ზემო სურები და ზოტის გზები ამ დრომდე გაუწმენდავია.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ყველა მიმართულებით უკვე გასულია ტექნიკა და დღის ბოლომდე გზები ყველგან გაიხსნება.
გურიაში ამ წუთებშიც თოვს.