https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურია მომიკითხეთ, ჩემი ნოდარის გურია” _ პოეტი თინა ჭელიძე

15:01; 29.01.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"დგახარ, როგორც იდგნენ მარად, ქართველ ქალთა კრებულები, მაქეთ მოსვლა გვიხარია, სანამ ხონში გვეგულები", _ ასე სადად, სიყვარულით გამთბარი  უბრალოებით, სახალხო სიყვარულით ნასაზრდოები სტრიქონებით ეფერებიან ხონში  ცნობილ პოეტს, საზოგადო მოღვაწეს,  თინა ჭელიძეს,  ხონელების განმანათლებლად მონათლულ ქალბატონს,  რომლის მისამართითაც, ერთ-ერთ საზეიმო შეხვედრაზე, ქუთაისიდან  მოსულ პოეტ ზურაბ კუხიანიძის თანმხლებ შემოქმედთა ჯგუფიდან,  ღიმილიანი ფრაზა გაისმა:  "შენ ხარ "ხონელების ვოლტერი" , აქაურობისა და აქაურთა განმანათლებელი, ამათი სიყვარულით ხარ ავად და საქმეც იმიტომ გამოგდის ასე  საოცრად"...

პოეტი თინა ჭელიძე ახლახან 80 წლის გახდა. მიუხედავად ასაკისა, ძნელად დასაჯერებელია, რომ  მის მიერ სახალხო სიკეთისთვის ნაშრომ-ნაღვაწი ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. მხოლოდ მოღვაწეს შეუძლია აკეთოს ის, რაც მან პატარა ხონში ბავშვობის ასაკიდან აკეთა და დღემდე  არ ჩაუმუხლავს.
სწავლა ხონში დაიწყო.  საბაზო დაწყებითი სკოლა, ქალთა რვაწლიანი სკოლა და ხონის, იმხანად საქართველოში ყველაზე ცნობილი წარმატებული პედაგოგიური სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია -ფილოლოგიის ფაკულტეტიც წარჩინებით  დაასრულა და და აქედან დაიწყო მისი, როგორც ისტორიკოს-ფილოლოგის მოღვაწეობა.  პოეტი ქალბატონის გამორჩეული მრავალმხრივი ნიჭიერება, უდიდეს მამულიშვილურ სულისკვეთებასთან წილნაყარი რომ იყო, იმთავითვე გამოჩნდა და  მისი ლექსები  მხოლოდ ერთი მახასიათებელი შტრიხი იყო ამ მრავალმხრიობისა. 
ჯერ კიდევ 60-იან წლებში,   პირველი ლექსების კითხვა-განხილვის შემდეგ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში გახდა დამწყებ პოეტთა სექციის ხელმძღვანელი.

თინა ჭელიძის პოეტური და საზოგადოებრივი  მოღვაწეობა მისივე ორგანიზებით გამოსულ მისსავე რვა წიგნშია თავმოყრილი. მათ შორის, განსაკუთრებით "სამზეურა" უყვარს, სადაც 25 ადამიანის შემოქმედების ნიმუშებია თავმოყრილი, ვის დაფრთიანება-დაკვალიანებაში უანგაროდ, საკუთარი ფიზიკური და გონებრივი ენერგიის თავდაუზოგავი ხარჯვის ფასად მიაღწია. 

ზოგადად,  თინა ჭელიძემ თავისი  მრავალმხრივი,  სიღრმისეული ნიჭის რეალიზაცია ხონის სინამდვილეს 60-ზე მეტი წლის მანძილზე იმ დოზით მოახდინა, რომ მის მიმართ  მწერლების  მიერ ნათქვამი ღიმილიანი ფრაზა: "ხონელების ვოლტერი",   სასიამოვნო შედარებად იქცა აქაურთათვის.  გაუფრთხილდით, თინას მოეფერეთ, თინა გახსოვდეთო, როცა ამბობენ, ამ დროს  თინა ჭელიძე დღემდე სხვებს უფრთხილდება, სხვებს ეფერება და ცხოვრებისგან არაერთხელ ტკივილნაგვემი,  უახლოეს სამეგობროსაც კი დათრგუნული და უიმედო წამითაც არ უნახავს. ეს, ალბათ, დიდი და უბრალოებით გამორჩეული ადამიანების ნიშაა, ზოგისთვის გაუგებარიც კი…

_სცენა ჩემი ჰობი იყო მუდამ, ოღონდ  არ მიყვარდა იმიტომ, რომ ვიღაცას მხოლოდ ჩემი ლექსებისთვის ესმინა. ასე უფრო ლაღად ვგრძნობდი თავს, ჩემი სიყვარული, ჩემი სათქმელი მიმეტანა თითოეული ხონელის, თითოეული ახალგაზრდის გულის კუნჭულში, რომ იქ ამენთო ნაპერწკალი საკუთარი თავისადმი რწმენის, საკუთარი  კუთხისადმი, ყველაფერი ქართულისადმი, ადამიანთა მოდგმისადმი სიყვარულისთვის.  სულ მჯეროდა და ახლაც ვერავინ შემიცვლის რწმენას, რომ ღვთის შვილს,  ადამიანს უზარმაზარი უნარი და პოტენცია მისცა ღმერთმა სასიკეთო საქმეების კეთებისთვის, ოღონდ მეტ-ნაკლები მიდგომა და გასაღები სჭირდება, რომ მიაგნო და ასე ლამაზი, განუმეორებელი სიცოცხლის კიდევ უფრო გასამშვენიერებლად განაწყო, აიძულო, გამოამზეუროს და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. ეს მიმაჩნდა და მიმაჩნია ჩემი ამქვეყნიური არსებობის ერთ უმთავრეს პრინციპად, _ ამბობს ხონელების მეჭირნახულე ქალბატონი.  

თინა ჭელიძეს ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან უხდებოდა საზოგადოებისთვის   ყველა მტკივნულ საკითხზე  საჯარო გამოსვლა.  პირველი ტკივილი მაშინ იწვნია, როცა 1956 წლის სტუდენტურ გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა და ბობოქარი დღეები  ნაწილობრივ მის ჯანმრთელობასაც შეეხო. თუმცა, ეს უდიდესი გამოღვიძების და ძალისხმევის მოკრების დასაწყისიც გახდა. სად არ ნახავდით მას, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად გაჭირვებულის კარზე საკუთარი დანაზოგით დასახმარებლად  ხელგაწვდილს თუ  ნიჭიერი ახალგაზრდობის  დასაკვალიანებლად შემართულს.  განათლების საკითხი კი   მუდამ იყო მისი  ცხოვრების უმთავრესი პრინციპი. 30 წლის  წლის მანძილზე, ძირითადად, ხონის განათლების სისტემაში საკუთარ კვალს ყველა მიმართულებით  ტოვებდა _ სხვადასხვა დროს ასწავლიდა ხონსა თუ ხონის რაიონის სოფლებში  ქართულ ენასა და ლიტერატურას. მისი გაკვეთილების მომსწრე თაობები  თუ  დამსწრე კვალიფიციური სპეციალისტები  მუდამ გაოცებას გამოთქვამდნენ, ასე დახვეწილი, სიღრმისეული ქართულის ცოდნის გამო. 

კიდევ ერთი ფენომენის, ენების შესწავლის  გამორჩეული ნიჭის გამომზეურება იყო ის, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას თუ  გეოგრაფიას რუსულ ენაზე ასწავლიდა ხონის  რუსულ საშუალო სკოლაში და იმ დროისთვის ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეც იყო. ასევე ასწავლიდა გერმანულ და რუსულ ენებს სხვადასხვა დროს ხონის საშუალო სკოლებში, მუშაობდა მეთოდკაბინეტის მეთოდისტად, ქუთაისის დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორად, კითხულობდა ლოგოპედიის კურსს და ასე  თანდათან სკოლამცოდნეობის სიღრმეებს ისე ჩასწვდა, ხშირად უჭირდათ მასთან გამკლავება  განათლების თემაზე მოსაუბრეებს და მხოლოდ მონუსხული უსმენდნენ. 
ხონში ხშირად გაიგონებთ, რომ თვითგანათლების საოცარ უნარს ფლობდა ქალბატონი თინა ჭელიძე.   მთელ საქართველოში  თანამშრომლობდა ცნობილ მეცნიერებთან, წარმატებულ პედაგოგებთან, განათლების სამინისტროს სააღმზრდელო ცენტრს შინაურივით სტუმრობდა, რომ  მერე მშობლიურ ხონში  სასწრაფოდ წამოეღო და  რაღაც ახალი მისეული სინთეზით დაენერგა!  ამ საქმიანობის პარალელურად თინა ჭელიძე დღეს არ ტოვებდა,  არ დაეწერა ლექსი!  გამოჩნდებოდა მისი ახალი სტრიქონები და ზეპირად იცოდა იმერეთმა, იწერებოდა ახალი სიმღერები მის პოეტურ ქმნილებებზე.

პირველი ლექსების კრებული "უიალქნოდ" ახალგაზრდა თაობამ ჩაიხუტა. პირველი სიყვარულის (ბლომდე განუხორციელებლის)  ბოლომდე ერთგულმა  ქალბატონმა, რაც მისი შემდგომი შთაგონების წყარო გახდა,  განსაკუთრებით ახალგაზრდობისადმი  თავდავიწყებულ სიყვარულში გადაიზარდა და ტკივილით თქმული: "უიალქნოდ დავალ ზღვაზე, რა გავშალო,  აფრა არ მაქვს… ამ ვეება ქვეყანაზე მუჭისტოლა გული დამაქვს!…" ხონელი ახალგაზრდობის ლექსი-კუმირი გახდა,   მუჭისტოლა გულში  მთელ სამყაროს იტევდნენ ახალგაზრდები, რომლებიც გუნდ-გუნდად დაჰყვებოდნენ ერთგულების ქალბატონს და მისგან სწავლობდნენ, როგორ უნდა  ჰყვარებოდათ, როგორი ერთგულება უნდა სცოდნოდათ.

მისი ერთ- ერთი პირველი ლექსი:  "მე რომ შენ მყავდე", სწორედ იმ არხილული შვილის წარმოსახვა იყო, რომლის ძალითაც მერე მომავალი თაობები იქცნენ მის შვილებად…

"მე რომ შენ მყავდე, მექნებოდა ურიცხვი ნატვრა,
ჯერ ხარის ბეჭზე გასწავლიდი ნახშირით ხატვას"…

1984 წელს ხონში ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება ჩამოაყალიბა, შექმნა პირველი ხელნაწერი ჟურნალი,  მის სახლში მისაღებ ოთახს კი,   80-იანი წლების ხონის ახალგაზრდობამ   "შტაბ-კვარტირა"  დაარქვა.  ასე იქცა მომავალი თაობის წინამძღოლად, რომელთა წარმომადგენლებს ხშირად უმეორებდა, "გახსოვდეთ, დიდი მდინარეები მუდამ პატარა შენაკადებით ცოცხლობენ და აქ უნდა იძლიეროთ,  წიაღი არ უნდა დაშრეს, რომ მომავლის საქართველოში კიდევ დაიბადოს გალაკტიონი, ანა, მურმანი…"

როგორც წესი,  ხშირად სტუმრობდა ქუთაისის მწერალთა კავშირს, ხონში იწვევდა ცნობილ ახალგაზრდა თუ ასაკოვან, ნიჭიერ და  სახელოვან მწერლებს, რომ აქაურ ახალგაზრდობას  რაც შეიძლება მეტი  მოესმინა, მეტი გაეგო.  მუდამ განრიდებული იყო ყოველგვარ პოლიტიკას, თითოეულ ადამიანში ადამიანურ ნიჭს და უნარებს ეძებდა!   ამიტომაც  შემოქმედთა გაერთიანებაში მუდამ ქართველთა უძველესი კულტურის არსზე საუბრობდა, რაც ჩვენი ერის უნიკალურობის ძირისძირად მიაჩნდა.   შემდეგ ეს ორგანიზაცია ხონის კულტურის განყოფილებას დაუქვემდებარა,    დათმო კონკრეტული პედაგოგიური მოღვაწეობა და ძირითადად  წლები და თავი მიუძღვნა ახალგაზრდა შემოქმედთა შორის ყოფნას. 

1994 წელს, როცა ხონში თოჯინების თეატრი ჩამოაყალიბა,  უშუქობის ხანა იყო. "დაბნელებული პერიოდის" ხონში ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სრულიად უანგაროდ მზრუნველი, შინაურებსაც აოცებდა  თავისი ქველმოქმედებით და ზოგჯერ უახლოესი ადამიანებისგანაც  ისმოდა მერკანტილური, ვიწრო აზროვნებისთვის დამახასიათებელი სიტყვები:  "ნეტა, მოცლილია თუ რად იკლავს თავს, ვინ დაუფასებს ამდენ უანგარო შრომას და უფასოდ სირბილსო"… მაგრამ ხონელების თინათინი განა იმიტომ თესდა, რომ თვითონვე მიეღო მოსავალი?   ის იმ  ქალთა კრებულის გენეტიკის მატარებელი იყო, ვისაც ხშირად ადარებენ  და დღემდე ასე ეხმიანებიან:  "მაქეთ მოსვლა გვიხარია, სანამ ხონში გვეგულები…"

ხელიხელ ნალოლიავები თოჯინების თეატრი არეულ წლებს ემსხვერპლა, თუმცა,  კვლავ ჩვეული თავგანწივა, თუ საჭირო იყო, ყველა კარზე დაკაკუნება და 1999 წელს კვლავ აღადგინა!   ეს თეატრი  დღემდე ემსახურება ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობას.

ხონში თინა ჭელიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლიტერატურული თეატრი და ვოკალური ტრიო "მრავალჟამიერი", ხონის რადიო…  ხოლო გასულ წელს, სახელოვანი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სამუზეუმო კუთხე  ხონში, დუმბაძის ქუჩაზე, იმ სახლში რომ გახსნილიყო, სადაც მწერლის ბებია ცხოვრობდა და  დედულეთში  ყოფნისას ნოდარ დუმბაძემ ბავშვობის არაერთი წელი გაატარა,  თინა ჭელიძემ თავდაუზოგავი შრომა გასწია და  ბიზნესმენ იუზა უგულავას დახმარებით საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ძნელია ჩამოთვალო და წიგნიც ვერ დაიტევს,   რამდენი სიკეთე, სახალხო და ეროვნული საქმე  აკეთა ქალბატონმა თინა ჭელიძემ ხონის სინამდვილეში, რომელსაც საკუთარი ხელფასიც კი არცერთ დროში საკუთარი თავისთვის არ დაუზოგავს და მუდავ ვიღაცისთვის ემეტებოდა, პურისთვის, სულიერებითვის…
ხონის კულტურულ სამყაროს დღესაც, 80 წლის ასაკში გასაკვირი ენერგიით მიუძღვება, "ხონელების ვოლტერი", ქალი რომელიც თავისი საქმიანობით ხმალამოღებულ  მხედარს ჰგავს, ხოლო როცა  გამოჩნდება მისი ლექსი,  მთელ ამ მოღვაწეობას ლირიულობის, პოეტურობის,  ქალურობის სინაზის ისეთ  არშიას  შემოავლებს, კითხვაც კი გაგიჩნდება,  ამ სტრიქონების  ავტორი და სახალხო   საქმიანობის ხმალამოღებული  წინამძღოლი, ერთი და იგივე ადამიანია?
თინა ჭელიძე ბოლო 30 წელია,  ხონის კულტურის სფეროს ემსახურება და ხშირად ახერხებს ხონისთვის გამორჩეულად სასიკეთო საქმეების კეთებას.  მან ხონის კულტურის ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე აკობიძესთან ერთად,  სახელოვანი ხონელი ქველმოქმედის კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდი დააფუძნა, რომლის დაფინანსებით ხონის ისტორიულ ბულვარში კეთილმოეწყო  გამოჩენილი ხონელი საზოგადო მოღვაწის ივანე შარაშიძის საფლავი.

_ ასაკს, როგორც რიცხვებს ისე ვუყურებ. ახლა  ხონის კულტურული აღორძინების ფონდს ვჭირისუფლობ.  უამრავი საქმე მაქვს.  რაც შეიძლება, მეტის კეთება უნდა მოვასწრო ჩემი ხონისთვის…  გურია მომიკითხეთ, ჩემი ნოდარის გურია, _ გვეუბნება ქალბატონი თინა…

გურიაში კი ბევრმა არც იცის, როგორი თავდაუზოგავი შრომა გასწია ამ მოღვაწე ქალბატონმა, ნოდარ დუმბაძის დედულეთში _ ხონში,   ნოდარ დუმბაძის ბებიის ყოფილ  სახლში, რომ გახსნილიყო მწერლის ბარელიეფი და სამუზეუმო კუთხე. 

ვინ ჩამოთვლის თინა ჭელიძის რეგალიებს… ხონის საპატიო მოქალაქე, გასულ წელს საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

ქობულეთის შემოვლითი გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო