ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სადაც ახლა 60 უცხოელი ტურისტი იმყოფება თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება. კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით საჯაიას ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ტურისტებს პრობლემები არ შექმნიათ:
_ თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება და ახლაც ინტენსიურად თოვს. მიუხედავად ამისა, უწყვეტად მოგვეწოდება ელექტროენერგია. არის ინტერნეტი.
ტურისტები მომარაგებული არიან საწვავითა და საკვებით. შესაბამისად, პრობლემები არ შეექმნებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით საჯაიამ, რომელიც ბახმაროში იმყოფება.
ამავე თემაზე: გურიის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს
ექსკურსია ყველგანმავალით თოვლიან ბახმაროში _ ეს ვიდეო უნდა ნახოთ