რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. მიცუბიშის მარკის ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ავტომანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
_ ამ წუთებში უტარდება გამოკვლევები. დაზიანებები აღენიშნება სახის არეში. პაციენტი კონტაქტურია , _ გვითხრა კლინიკა "მამქოლის" მთავარმა ექიმმა თემურ კოროშინაძემ.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.