ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა.
ადმინისტრაციის განცხადებით, უამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა.