თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პრეზიდნტმა შეიწყალა. გამოძიება მათ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახედ წელიწადი და 6 თვე განუსაზღვრა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული: ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.